ერგნეთში იმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 121-ე შეხვედრა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ უთხრა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე, მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების თავის ოჯახებში დროულ დაბრუნებაზე, ამჟამად უკანონო პატიმრობაში 10 ადამიანია. იმსჯელებენ წინა შეხვედრიდან დღემდე ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე და ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე რაც დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში დაფიქსირდა შეხვედრებს შორის პერიოდში. ერგნეთში IPRM-ის ფარგლებში 120-ე შეხვედრა 23 ივლისს გაიმართა. ანთაძის თქმით, დროის ამ პერიოდში დაფიქსირდა ე.წ ბორდერიზაციის 8 შემთხვევა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლებში, რა დროსაც გაივლო ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები და აღიმართა ლითონის ბოძები. რომლებზეც შემდეგ ივლება მავთულხლართები. ასევე ნახეთ გაათავისუფლეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე „ათი ადამიანი რჩება უკანონო პატიმრობაში, ბოლო ინციდენტი იყო გოდერძი და უჩა ჯოხაძეების ინციდენტი, ეს დაკავება მოხდა გორის მუნიციპალიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიაზე... წინა შეხვედრიდან დღემდე. 31 აგვისტოს მოხდა საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებს დახმარების აღნიშნული პიროვნება დაბრუნდა საკუთარ ოჯახში, ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი შემთხვევა, მამა გათავისუფლებულია, არის ხანდაზმული პიროვნება. შვილი, საწუხაროდ, იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა. 5 სექტემბერს მოხდა უკანონო დაკავება ტაჯიკეთის მოქალაქეების, ტაჯიკეთის ორი მოქალაქე იქნა უკანონოდ დაკავებული დირბის მიმდებარედ. ამ შემთხვევაშიც, ვინაიდან საქმე ეხებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, არ მომხდარა ამ ფაქტის გასაჯაროება. ვინაიდან საქმეში აქტიურად ჩაერთნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა", - თქვა ირაკლი ანთაძემ. ასევე ნახეთ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ტაჯიკეთის ორი მოქალაქე დააკავეს იმაზე თუ რატომ არ გაუვრცელებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოქალაქეთა დაკავების შესახებ ინფორმაცია ირაკლი ანთაძემ უპასუხა, რომ აღებული იყო გონივრული ვადა მათ გასათავისუფლებად მოლაპარაკებისთვის. უკანონო ბორდერიზაციის თითოეულ ინციდენტზე კი ინფორმაცია რეალურ დროში მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს. მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს. IPRM-ის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მონაწი...